27.12.16 ყურადღება, ცხადდება მიღება!

ამობეჭდვა

ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწისა და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

საბუთების მიღების ვადა პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწის და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრება 2016 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაიწყება 2017 წლის 16 იანვარს.

საბუთების მიღების ვადა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრება 2017 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაიწყება 2017 წლის 20 მარტს.

ჩარიცხვა მოხდება ,,მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურის“ შესაბამისად.