ამობეჭდვა
25 თებერვალს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და კარგი მმართველობის ფონდის  (GGF) მხარდაჭერით. 

პროექტის განხორციელების პროცესში შემუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტებისპროფესიული განვითარების მოდელის,  ანაზღაურების  სქემისა და წესის სამუშაო ვერსიები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა და განხილვა დაინტერესებული პირებისთვის. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორი გიორგი ფოფხაძე.