მიმდინარე წლის 25 თებერვალს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შპს „იბერიფარმა +“-სა და შპს ბარაკონს შორის, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იბერიფარმას და კოლეჯის წარმომადგენლებმა გამართეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შპს „იბერიფარმა +“-სა და შპს ბარაკონს შორის, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანს ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, შპს „იბერიფარმა +“-ის წარმომადგენლების მიერ გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ჩატარება და პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების გავლის შეთავაზება წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 31 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის მიღებისა და ანკეტა-კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით.



