ამობეჭდვა
შპს „იბერიფარმა +“-სა და შპს ბარაკონს შორის, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იბერიფარმას და კოლეჯის წარმომადგენლებმა გამართეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს იმ აქტივობებსა და შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებსაც დასაქმებასთან დაკავშირებით განახორციელებენ უახლოეს პერიოდში.