ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 25 თებერვალს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა. მეთოდოლოგიის პროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.