მიმდინარე წლის 25 და 27 აგვისტოს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ ქიტიაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კორონავირუსის (Covid-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.



