კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა 3 პროფესიული განათლების მასწავლებელი. ტრენინგს გაუძღვა პროფესიული განათლების ექსპერტი, ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით.
მიმდინარე წლის 19 ივლისს, გაიმართა შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შიდა შერჩევის მეთოდებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით შიდა შერჩევის საბოლოო მეთოდებზე შეთანხმება.