ამობეჭდვა
7 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების
ახალი სისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები და პროფესიული განათლების მასწავლებლები. კოლეჯის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ხაჩიძე და პროფესიული განათლების მასწავლებელი – ეკა ქებურია. მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ ფოკუს ჯგუფებად, პროექტის წარმომადგენელთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, მოხდა ფუნქციური ანალიზი. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრები.