2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 170/ნ ბრძანებით დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები, რომლის მიხედვითაც ინტეგრირება განხორციელდება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მეოთხე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. აღნიშნული აღმოფხვრის იმ ჩიხს, რომელიც საბაზო განათლების მქონე პირთათვის პროფესიული განათლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.
