ამობეჭდვა
29 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019: „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.
ღონისძიება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ხაჩიძე.