ამობეჭდვა
11 დეკემბერს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „მოქალაქეობა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებებსა და მოქალაქის როლზე სახელმწიფოში. შეხვედრას უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გახელაძე. 
პროფესიული სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით შეხვედრა საინტერესო, სასარგებლო და ინფორმატიული გამოვიდა.
კოლეჯის ადმინისტრაცია და სტუდენტები მადლობას უხდიან ბატონ გიორგის საინტერესო მოხსენებისთვის.