ამობეჭდვა
31 მაისს, სასტუმრო „თბილის რუმსში“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, ერთობლივი კონფერენცია – „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისთვის სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელება.
კონფერენციას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე და დირექტორის მოადგილი – ნინო ბოკერია.