ამობეჭდვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.