ამობეჭდვა

29 მარტს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი, თამუნა ბოკუჩავა. 

 

პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით შეხვედრა საინტერესო, სასარგებლო და ინფორმატიული გამოვიდა.

 

კოლეჯის ადმინისტრაცია და სტუდენტები მადლობას უხდიან კლინიკა „ნეოგენს“ და ქალბატონ თამუნა ბოკუჩავას კვალიფიციური მოხსენებისთვის.