ამობეჭდვა

10 ივლისს, კოლეჯის ორგანიზებით მეორე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო კონფერენციის სხვა მონაწილეებს კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

საჩუქრები ასევე გადაეცათ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ხელმძღვანელ პროფესიული განათლების მასწავლებლებს.