ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაფორმდა სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრსა და  შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი. მხარეები გამოთქვამენ მზაობას და ადასტურებენ თანამშრომლობის სურვილს პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საქმეში. აღნიშნულის განსახორციელებლად საზოგადოებრივი კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები განახორციელებენ პრაქტიკულ პროექტს.