მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს, სააგენტოს ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შეჯამება წარმოადგენდა.
პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით კოლეჯ ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან შედგა საინფორმაციო შეხვედრა. პროფესიული სტუდენტები გაეცნენ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქმედების წესს.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის საქმიანობის შესახებ.
ტრენინგი თემაზე “ინოვაციური პრაქტიკა სწავლა-სწავლების პროცესში: ვიზუალური ელემენტები და გემიფიკაცია”
14 ნოემბერს კოლეჯ ბარაკონში, პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელი საინფორმაციო შეხვედრა. ადამიანური რესურსის საქმიანობის შეფასების კვლევის ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებების გათალისწინებით განისაზღვრა შეხვედრის თემა – ინოვაციური პრაქტიკა სწავლა-სწავლების პროცესში: ვიზუალური ელემენტები და გემიფიკაცია.
2022 წლის მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 8 ნოემბერს.
კოლეჯ ბარაკონში მიმდინარე წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კვლევის ანგარიშის წარდგენის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განიხილა პროფესიული განათლების მასწავლებლების, პრაქტიკის ინსტრუქტორების და პროფესიული სტუდენტების გამოკითხვებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები.
შპს ბარაკონში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან/პრაქტიკის ინსტრუქტორებთან, რომელზეც განხილული იყო კალენდარული გეგმის შემუშავებასთან, სწავლის შედეგების შეფასებასთან, განმეორებითი შეფასებასთან და აპელაციის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.