შპს ბარაკონში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან/პრაქტიკის ინსტრუქტორებთან, რომელზეც განხილული იყო კალენდარული გეგმის შემუშავებასთან, სწავლის შედეგების შეფასებასთან, განმეორებითი შეფასებასთან და აპელაციის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პროფესიული განათლების მასწავლებლებს/პრაქტიკის ინსტრუქტორებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი ნოდარ აფხაძე.