ყველა

ტრენინგი თემაზე „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“

ტრენინგი თემაზე „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“

მიმდინარე წლის, 25 მაისს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების ექსპერტმა ჩაატარა ტრენინგი „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“. ტრენინგის მიზანი იყო ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი ადამიანური რესურსის კომპეტენციების გაძლიერება აკომოდაციების განხორციელების გზით; ასევე, აკომოდაციების განხორციელებაში გაწაფვა პროფესიული სტუდენტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით. ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.

ვრცლად

დოკუმენტის “ციფრული და შერეული სწავლების კონცეფცია და მექანიზმები პროფესიულ განათლებაში” პრეზენტაცია

დოკუმენტის “ციფრული და შერეული სწავლების კონცეფცია და მექანიზმები პროფესიულ განათლებაში” პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 25 მაისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩარატდა “ციფრული და შერეული სწავლების კონცეფცია და მექანიზმები პროფესიულ განათლებაში” დოკუმენტის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. მიმოიხილეს პროფესიულ განათლებაში ტექნოლოგიებით გამდიდრებული ონლაინ თუ შერული სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები. კონცეფციის განხილვაში, მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო ჭითანავამ.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის დირექტორი გიორგი ფოფხაძე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

ვრცლად

ჩატარდა შეხვედრა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

ჩატარდა შეხვედრა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 23 მაისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პროფესიულ სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.

ვრცლად

ექსკურსია “ავერსი – რაციონალის” საწარმოში

ექსკურსია “ავერსი – რაციონალის” საწარმოში

მიმდინარე წლის 11 მაისს, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების ქალბატონი ლალი დათეშიძის და ეკა ქებურიას ორგანიზებით პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ “ავერსი – რაციონალის” საწარმოში. პროფესიულმა სტუდენტებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ და დაათვალიერეს საწარმოს სივრცეები. კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლა დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ონანაშვილმა. დიდი მადლობა მას და ,,ავერსი-რაციონალის” თანამშრომლებს საინტერესო ექსკურსიისთვის.

ვრცლად

კარიერის ფესტივალი

კარიერის ფესტივალი

მიმდინარე წლის 6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი ბარაკონის სტუდენტებმაც. ფესტივალზე სამსახურის მაძიებლებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ვაკანსიებს. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯები და შეიძინონ უნარები, რომელიც კონკურენტულს გახდის მათ დასაქმების ბაზარზე.

ვრცლად

ღია კარის დღეები

ღია კარის დღეები

კოლეჯ ბარაკონში, ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღია კარის დღეები დაიწყო. მიმდინარე წლის 04 მაისს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია როგორც პროფესიული განათლების სპეციფიკის, ასევე კოლეჯის საქმიანობის შესახებ. აპლიკანტებს დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია გაესაუბრა. 01 მაისიდან, ღია კარის დღეები ყოველ ხუთშაბათს 15.00 საათზე გაიმართება.

ვრცლად

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

პროფესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ფარმაცევტულ კომპანიასთან “ორნადო მედიცინა”. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კოლეჯი ბარაკონის საექთნო საქმისა და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება.

ვრცლად

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა

მიმდინარე წლის 02 მაისს, კოლეჯის წარმომადგენლებისა და საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გაცნობა და დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 02 მაისს, შედგა საინფორმაციო შეხვედრა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შუალედური შეფასების ჩატარების თარიღის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ვრცლად