ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის დირექტორი გიორგი ფოფხაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.