ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი ბარაკონის სტუდენტებმაც.

ფესტივალზე სამსახურის მაძიებლებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ვაკანსიებს. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯები და შეიძინონ უნარები, რომელიც კონკურენტულს გახდის მათ დასაქმების ბაზარზე.