Author page: barakoni_admin

ინსტრუქტაჟი ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ

ინსტრუქტაჟი ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ

მიმდინარე წლის 05 დეკემბერს, პირველი სასწავლო წლის პროფესიულ სტუდენტებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.

ვრცლად

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

მიმდიმარე წლის 04 დეკემბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო, ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები, ქართული ხალხური მედიცინის…

ვრცლად

ვიზიტი თბილისის ღვინის მუზეუმში

ვიზიტი თბილისის ღვინის მუზეუმში

ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტები ესტუმრნენ “თბილისის ღვინის მუზეუმს”. ვიზიტი განხორციელდა ბიოქიმიის მოდულის ფარგლებში გავლილ სასწავლო თემასთან დაკავშირებით – “სპირტული დუღილი”. არაფორმალურ გარემოში სტუდენტებმა დაათვალიერეს მუზეუმში არსებული ექსპონატები, რომლებიც ასახავს საქართველოს 8000 წლიან ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.

ვრცლად

ტრენინგი ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირებისთვის

ტრენინგი ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირებისთვის

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი რომელსაც ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ჭითანავა. შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმრო Marriott Hotel-ში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ…

ვრცლად

ახალი სასწავლო წლის დაწყება

ახალი სასწავლო წლის დაწყება

15 ნოემბერს, კოლეჯ ბარაკონში 2023 წლის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო! კოლეჯის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალ პროფესიულ სტუდენტებს მიულოცეს სწავლის დაწყება, გააცნეს კოლეჯის სასწავლო შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, პროგრამის ხელმძღვანელები. კოლეჯი ბარაკონი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პროფესიულ სტუდენტს სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს მათ წარმატებებს!

ვრცლად

მეორად მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მეორად მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

ბარაკონში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საბუთების მიღება შესაძლებელია 13 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 14 ნოემბერს 10.00 საათიდან 13.00 საათამდე.

ვრცლად

რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე!

რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე!

30 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით მეორადი მიღება ცხადდება საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების აპლიკანტებისთვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ტესტირებაში – ქიმია-ბიოლოგია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.vet.emis.ge

ვრცლად

კოლეჯი ბარაკონის აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯი ბარაკონის აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე პერიოდში. შაბათს, 21 ოქტომბერს – 10.00-დან 14.00 საათამდე. მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N4, მეექვსე სართული. წარსადგენი დოკუმენტები: განცხადება დირექტორის სახელზე; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზოგადი საბაზო (9კლასი) /ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ან ასლი, რომელიც ნოტარიულად იქნება…

ვრცლად

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მოტივაციური გასაუბრების და პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება თქვენს საგამოცდო ბარათებზე 16-17 ოქტომბერს. თუ არჩეული გაქვთ რამდენიმე პროგრამა, საბოლოო არჩევანის მონიშვნა შესაძლებელი იქნება 17 და 18 ოქტომბერს.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2020 წლის ჩარიცხვის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. დირექტორის მოადგილემ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში არმონაწილეობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად