2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ასოციაციის წევრი კოლეჯების თანამშრომლებისთვის გაიმართა ,,პროფესიული განათლების დაჯილდოება 2022”. დაჯილდოება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პრესტიჟისა და პროფესიული განათლების მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.
ღონისძიებას კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი.
მოწვეულმა სტუმრებმა განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლები. ასოციაციის მიერ დასახელებული ნომინაცია ,,პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” გადაეცა კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნინო ხაჩიძეს.
print