ამობეჭდვა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ პროფესიული სტუდენტები ესტუმრნენ.

გაცნობითი ხასიათის ვიზიტისას სტუდენტებს ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა უშუალოდ მოინახულეს სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციალურად მათთვის მოწყობილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენას დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა IV მექანიზირებული ბრიგადის განვითარების და მიღწევების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.  ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ინფორმაცია ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან მოისმინეს.

სტუმრებს საშუალება მიეცათ სამხედროებთან ერთად ესადილათ. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო  პროფესიული სტუდენტებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.