მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართელობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. პროექტის გუნდი აქტიურად მუშაობდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოდელზე.
2021 წლის 12 თებერვალს, აღნიშნული მოდელის კონცეფციის განხილვის მიზნით გაიმართა საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის მეშვეობით. პროექტის გუნდის მიერ კონცეფციის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
კოლეჯის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ხაჩიძე.



