ამობეჭდვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ იმ პირებს, რომლებიც გამოცდას მიმდინარე წლის 23 ან 24 სექტემბერს აბარებენ, საშუალება ექნებათ 22 სექტემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება.

აპლიკანტები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ვარჯიშს და გაეცნობიან თავად სისტემას. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე https://naec.ge/#/ge/index .