ამობეჭდვა
17 დეკემბერს, გერმანიაში დასაქმების შესახებ საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს პროფესიული სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სწავლისა და მუშაობის შესახებ. პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია და მოიცავს ზაფხულის პერიოდში დასაქმებას მომვლელებად და ექთნის თანაშემწეებად სამედიცინო დაწესებულებებში და გერმანული ენის სასწავლო კურსის ორგანიზებას თბილისში. 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და პროფესიული სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია.