მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას გამოფენების, კონკურსების, საჯარო ლექციების, საგანმანათლებლო და სპორტული ოლიმპიადების და კონფერენციების ორგანიზება/ჩატარებაში, ერთობლივი გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების მოწყობაში. სკოლა ასევე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას.