ამობეჭდვა
შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საჭიროოდ მიიჩნია მისიის გადახედვა. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მისიის, ხედვის, ღირებულებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, 20 საათზე.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა მხარეებმა. მათ საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე ინფორმაცია განთავსებული იყო კოლეჯის ვებგვერდზე.