ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 31 იანვარს გაფორმდა ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესსა და  შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი.მხარეები კისრულობენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას გამოფენების, კონკურსების, საჯარო ლექციების, საგანმანათლებლო და სპორტული ოლიმპიადების და კონფერენციების ორგანიზება/ჩატარებაში, ერთობლივი გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების  მოწყობაში. სკოლა ასევე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას.