ამობეჭდვა
საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ. სტუმრები სასახლის ისტორიას, ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მუშაობის პროცესს გაეცნენ.
კოლეჯი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული სტუდენტებისთვის მსგავსი სახის აქტივობებს.