ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 13 ივლისს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და Zoom პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესზე, მისგან გამომდინარე მასწავლებელთა და პრაქტიკის ინსტრუქტორთა ფუნქცია-მოვალეობებზე და სასწავლო პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა იყო ინტერაქტიული, წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები.