ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 09 ივნისს, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება.

კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“ აერთიანებს 400 – მდე “ფარმადეპოს” და “ჯპს”-ის აფთიაქს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი და კორპორაცია „გეფა“ უკვე წლებია თანამშრომლობენ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიმართულებით. 2022 წლიდან კი გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რაც ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებას და დასაქმებას.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დასასრულს პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ფასიანი ვაუჩერები.