ამობეჭდვა
14-15 თებერვლს განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა. ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

ტრენინგისას სწორედ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხები განიხილებოდა კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე.