ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 20 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, უნარების კვირეულის ფარგლებში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) ჩამოყალიბების პროცესისა და პირველი შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
კონფერენციის ფარგლებში, სექტორებმა შეაფასეს უნარების დარგობრივი პოლიტიკის ფორმირების მნიშვნელობა და პერსპექტივა, ასევე, ისაუბრეს უნარების ეკოსისტემის ფორმირების პროცესში სექტორების გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ და მიმოიხილეს არსებული გამოცდილება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კოლეჯის წარმომადგენელი.