ამობეჭდვა
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯერებისთვის სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო შეიქმნა.

სახელმძღვანელო პროფესიული განათლების რეფორმების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში შეიქმნა. სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გამართული და ხარისხიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას სასწავლებლებში.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ ისაუბრა დაწესებულების მისიის, სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების მნიშვნელობაზე დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვებზე.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.