ამობეჭდვა
29 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპატამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 170/ნ ბრძანებით დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები, რომლის მიხედვითაც ინტეგრირება განხორციელდება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მეოთხე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. აღნიშნული აღმოფხვრის იმ ჩიხს, რომელიც საბაზო განათლების მქონე პირთათვის პროფესიული განათლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.