22.08.16 მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია

ამობეჭდვა
დაიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ან დარეგისტრირდებიან სამუშაოს მაძიებლად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის 

ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაwww.worknet.gov.ge -ზე და თანახმა არიან, უფასოდ გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ჩარიცხვის პროცედურების შესახებ დაგვიკავშირდით:

ტელ: 5 77 462 402; 2 30 80 86

მის: თბილისი, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძის) ქ. 1ბ, მესამე სართული (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან)