2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, 25 ნოემბერს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო!
კოლეჯის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებს მიულოცეს სწავლის დაწყება და დაურიგეს სიმბოლური საჩუქრები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის ვებგვერდი, სასწავლო შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.



