მიმდინარე წლის 11 ივლისს ,„შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 10 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო გომელაურმა. ასოციაციას 10 წლის იუბილე მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის…
10 ივლისს, კოლეჯის ორგანიზებით მეორე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო, ფასიანი…
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 ივლისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის? თამაშში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან, მათ შორის ერთი პროფესიული განათლების მასწავლებლისგან. თამაში შედგებოდა 1 ტურისა და 15 კითხვისგან (1 შეკითხვა – 1 ქულა). გაიმარჯვა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდმა.
მიმდინარე წლის 4 ივლისს, გაიმართა ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პერსონალისთვის მეთოდოლოგიის გაცნობა და არსებული გამოცდილების გაზიარება პროცესის სწორად წარმართვის მიზნით. დირექტორის ბრძანებით, ჯგუფის წევრებს დაევალათ, სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ვერიფიკაციის დასკვნების შემუშავება.



