ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 11 ივლისს ,„შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 10 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო გომელაურმა. ასოციაციას 10 წლის იუბილე მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ველთაურმა.

ღონისძიებაზე სტუმრებს, ასოციაციამ წარუდგინა 10 წლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.