მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში შედგა 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. დაინტერესებულ მხარეებს 10 კალენდარული დღით ადრე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროექტს და განხილვაზე წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები.
PMC კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოსთან პარტნიორობით, ICT სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შექმნილი კერძო-საჯარო თანამშრომლობის (PPP) პლატფორმის მე-3 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჩატარდება 20 დეკემბერს, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს, სააგენტოს ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შეჯამება წარმოადგენდა.
პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით კოლეჯ ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან შედგა საინფორმაციო შეხვედრა. პროფესიული სტუდენტები გაეცნენ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქმედების წესს.