განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, წლიური საერთაშორისო კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში , ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.



