მიმდინარე წლის 30 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართა შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის მიერ შემუშავებული 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ – Zoom პლატფორმის მეშვეობით.
კოლეჯის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორები. ტრენინგს გაუძღვა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ხაჩიძე.
10 დეკემებერს, ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელი ანა კასრაძე გაუძღვა.



