28 სექტემბერს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრების საინფორმაციო შეხვედრა.
ყურადღება! სასწავლო პროცესი განახლდება 25 სექტემბრიდან. მეორე და მესამე სასწავლო წლის სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ კოლეჯში 25 სექტემბერს 10.00.სთ.-ზე. ხოლო 2017/18სასწავლო წელს სწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები სწავლას იწყებენ 02 ოქტომბერს 10.00.სთ.-ზე.
18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა . შეხვედრას კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შპს ბარაკონის დი რექტორი გიორგი ფოფხაძე. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტანდარტების პროექტი . მონაწილე მხარეე ბმა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს . დაწესებულებების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პროფესიული განათლების ხარისხის…
პრეზენტაციის გადმოწერა
2017 წლის 13 სექტემბერს შპს ბარაკონში პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ქალბატონ თეა ოსეფაშვილის ვიზიტი განხორციელდა. ქალბატონი თეა შეხვდა შეხვდა კოლეჯის დირექტორს ბატონ გიორგი ფოფხაძეს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. კოლეჯის თანამშრომლებმა მიიღეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე. კოლეჯი მადლობას უხდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ თეას მხარდაჭერისთვის .



