ამობეჭდვა
18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა . შეხვედრას კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შპს ბარაკონის დი რექტორი გიორგი ფოფხაძე.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტანდარტების პროექტი . მონაწილე მხარეე ბმა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს . დაწესებულებების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს . ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება.