ამობეჭდვა
28 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრების საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა შპს ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე. შეხვედრის მიზანი იყო შიდა მხარდაჭერის ჯგუფების სამუშაო გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გაზიარება.