ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 1 მარტს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების კონცეფციის საჯარო განხილვა. კონცეფცია შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.