ამობეჭდვა
6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების – კოლეჯების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის ძირითად პრიორიტეტად გამოიკვეთა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა. ასევე, ყურადღება გამახვილდა კოლეჯების თვითშეფასების განხორციელების პროცესებსა და იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც ცენტრი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახორციელებს კოლეჯებისთვის.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.