ამობეჭდვა
13 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდა ტრენინგი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და კვარტალური დაფინანსების შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ განმარტებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მათი შემადგენელი მოდულებისა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორის დადასტურების შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში ასევე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის N244 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებში“ განხორციელებული ცვლილებები.